Accessibility links

ბელგიაში შარშანდელი ტერაქტების წლისთავს აღნიშნავენ


ბელგიაში აღნიშნავენ შარშანდელი ტერაქტების წლისთავს. ბრიუსელის „ზავენტენის“ აეროპორტში და მეტროს სადგურში თავდასხმებს შარშან, 22 მარტს, 32 ადამიანი ემსხვერპლა. ტერაქტების წლისთავი აღინიშნა წუთიერი დუმილით და ხმაურით. მეფე ფილიპე და დედოფალი მატილდი, ასევე პრემიერ-მინისტრი, ჩარლ მიშელი ასობით სხვა ადამიანთან ერთად მივიდნენ ბრიუსელის „ზავენტენის“აეროპორტში, სადაც ორმა თვითმკვლელმა 16 ადამიანი იმსხვერპლა. მათ დუმილით პატივი სცემს დაღუპულებს. შემდეგ ისინი გაემართნენ ბრიუსელში, მეტროს სადგურ „მალბეკში“, სადაც იმავე დღეს თვითმკვლელმა 16 ადამიანი იმსხვერპლა. ქალაქის ტრასპორტის სამსახურმა „წუთიერი ხმაურით“გამოხატა, მისივე განცხადებით, რომ „მსხვერპლს არ ივიწყებენ, რომ კვლავაც წინ აღუდგებიან ტერორს და სიძულვილს“. 2016 წლის მარტის თავდასხმების დროს ბელგიის დედაქალაქში 320 ადამიანი დაშავდა. გამოძიების თანახმად, მის უკან ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფო“ იდგა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG