Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონიდან იტყობინებიან პარლამენტის შენობასთან სროლის შესახებ


ლონდონიდან იტყობინებიან პარლამენტის შენობასთან სროლის შესახებ. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა, რომ თავს დაესხნენ პოლიციელს და ის დანით დაჭრეს. თავდამსხმელს პოლიციამ ესროლა და მოკლა ის. გარდა ამისა, მახლობელ ხიდზე ავტომანქანა შეეტაკა 12-ზე მეტ ადამიანს და დააშავა ისინი. მოწმეთა თანახმად, პარლამენტში შევიდნენ შეიარაღებული პოლიციელები, ზოგიერთს ხელში ეჭირა ფარები. რეიტერის ცნობით, პარლამენტის მახლობლად ქუჩაში წევს სროლის შედეგად მძიმედ დაჭრილი ადამიანი, რომლებსაც სისხლი სდით.

XS
SM
MD
LG