Accessibility links

„ასოშიეიტედ პრესი“: ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილ თავმჯდომარემ პუტინის სასარგებლო გეგმა შეიმუშავა


„ასოშიეიტედ პრესი“ იტყობინება, რომ პოლ მანაფორტმა, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილმა თავმჯდომარემ, საიდუმლოდ წარადგინა პოლიტიკური სტრატეგია, რომლის მიზანი იყო, სარგებელი ენახა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და მისი ოპონენტები დაასუსტებინა. სააგენტო, რომელსაც მოჰყავს მანაფორტისთვის თანხების გადახდის თაოაბეზ იტნფორმირებული პირების ნათქვამი, იტყობინება, რომ ამერიკელმა ბიზნესმენმა თავისი გეგმა შესთავაზა ჯერ კიდევ 2005 წელს კრემლთან დაახლოებულ რუს მაგნატს, ოლეგ დერიპასკას. გეგმის მიზანი იყო გავლენის მოხდენა პოლიტიკოსებზე, საქმიან გარიგებებზე და აშშ-ში, ევროპაში და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ახალი ამბების გაშუქებაზე ისე, რომ ხეირი ენახა პუტინს. მანაფორტმა ხელი მოაწერა ათი მილიონი დოლარის ოდენობის კონტრაქტს და დერიპასკასთან საქმიანი კაშირები ჰქონდა 2009 წლამდე, იტყობინება „ასოშიეიტედ პრესი“. ცნობაში მოცემული ინფორმაცია ეწინააღმდეგება ტრამპის ადმინისტრაციის და თვით მანაფორტის განცხადებებს, რომ არასოდეს უმუშავია რუსეთის ინეტერესებისთვის. თვითონ მანაფორტი გადადგა 2016 წლის აგვისტოში რუსეთის დაზვერვასთან სავარაუდო კავშირების შესახებ ბრალდებების გამო.

XS
SM
MD
LG