Accessibility links

ვესტმინსტერთან ტერაქტს ემსხვერპლნენ პოლიციელი და გამვლელი


ბრიტანეთის პოლიციის შეფასებით, ამ ქვეყნის პარლამენტზე განხორციელდა ტერორისტული თავდასხმა - ორი ერთმანეთთან კოორდინირებული ინციდენტის სახით. თავდასხმებს შეეწირნენ პოლიციელი და გამვლელი. პოლიციის თანახმად, შავ ტანსაცმელში გამოწყობილი თავდამსხმელი 22 მარტს შეეცადა პარლამენტში შეღწევას ვესტმინსტერის სასახლის მხრიდან და დანით დაჭრა პოლიციელი შესასვლელთან, რომელსაც თემთა და ლორდთა პალატების წევრები იყენებენ. თავდამსხმელს პოლიციამ ესროლა და მოკლა ის შენობის გარეთ. იმავე დროს, მახლობლად, ვესტმინსტერის ხიდზე, ავტომანქანა შეეტაკა 12-ზე მეტ ადამიანს და დააშავა ისინი, შემდეგ კი შეეჯახა პარლამენტის შენობის გარშემო ზღუდეს. ერთ-ერთი დაშავებული ქალი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. პრემიერ -მინისტრის, ტერეზა მეის წარმომადგენელმა, განაცხადა, რომ პრემიერი უსაფრთხოდაა. მას არ დაუზუსტებია, სად იყო პრემიერი თავდასხმის მომენტში. ინციდენტის შემდეგ პარლამენტის შენობაში მძიმედ შეიარაღებული სპეცრაზმელები და სამხედრო პოლიციის ნაწილები განთავსდნენ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG