Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გაიმართება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა


დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა. დღის წესრიგშია შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, ნატოსთან პარტნიორობა, საქართველოს მონაწილეობა შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგში და თანამშრომლობის ფორმატები, რეფორმები თავდაცვის სამინისტროში, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე და პრეზიდენტის ინიციატივა, სახელწოდებით, „საქართველოს ეროვნული უშიშროება - ერთიანი ეროვნული მიდგომა.“ დღის წესრიგის საკითხებზე მოხსენებებს წარმოადგენენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, დავით რაქვიაშვილი, თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ვლადიმერ ჩაჩიბაია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 17 საათზე დაიწყება.

XS
SM
MD
LG