Accessibility links

უკრაინაში ხანძარი გაუჩნდა სამხედრო მასალის საწყობს, რაც შესაძლოა საბოტაჟის შედეგი იყოს


უკრაინაში 20 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა ქალაქ ბალაკლეიდან სამხედრო მასალის საწყობში ხანძრის გამო. ქალაქში, რომელიც ხარკოვის მახლობლად მდებარეობს, ჯერ კიდევ იწვის სამხედრო ბაზის დაახლოებით მესამედი, ისმის აფეთქებების ხმა. უკრაინის მთავარი სამხედრო პროკურორი, ანატოლი მატიოსი წინასწარ გამოძიებაზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს, რომ ხანძარი საბოტაჟის შედეგია. პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ ჰროისმანმა მიაშურა ბალაკლეას, რომელიც 100-მდე კილომეტრით არის დაშორებული ფრონტის ხაზიდან მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის კონფლიქტში. ჯერ არ გავრცელებულა ოფიციალური ინფორმაცია იმის თაობაზე, არის თუ არა მსხვერპლი. ბალაკლეაში დაცული არსენალი არის უკრაინაში საბრძოლო მასალის უდიდესი საწყობი.

XS
SM
MD
LG