Accessibility links

რუსეთი ბოსნიას დაუბრუნებს საბჭოთა პერიოდის ვალს, 125,2 მლნ დოლარს


ბოსნიამ და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბალკანეთის ამ ქვეყნისათვის საბჭოთა პერიოდის ვალის, 125,2 მლნ დოლარის დაბრუნების შესახებ. ბოსნიის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, დოკუმენტს ხელი მოეწერეს 22 მარტს მოსკოვში, რის შედეგადაც ბოსნია იქნება ყოფილი იუგოსლავიის ერთადერთი რესპუბლიკა, რომელიც ვალს ნაღდი ფულის სახით დაიბრუნებს. მოსალოდნელია, რომ მთელი თანხა მაისის ბოლოს გადაირიცხება, თუმცა ვადები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენიმე სწრაფად მოხდება შეთანხმების რატიფიცირება ბოსნიის პარლამენტში. რუსეთმა 2003 წელს აიღო ვალდებულება ყოფილ იუგოსლავიასთან საბჭოთა კავშირის ვალზე, რომელიც 1,3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ყოფილი იუგოსლავიის დანარჩენმა რესპუბლიკებმა ვალი საქონლისა და მომსახურების სახით დაიბრუნეს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG