Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამური სახელმწიფო“ აცხადებს, რომ ლონდონში თავდასხმის მომწყობი პირი მისი "ჯარისკაცთაგანი“ იყო


საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფო“ აცხადებს, რომ პირი, რომელმაც ლონდონში თავდასხმა მოაწყო, მისი "ჯარისკაცთაგანი“ იყო. თავდამსხმელმა 22 მარტს დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა პოლიციელს მას შემდეგ, რაც მანქანით დაეჯახა გამვლელებს პარლამენტის შენობის მახლობლად, უესტმინსტერის ხიდზე და მოკლა ორი ადამიანი. დაშავდა 40 პირი. თავდამსხმელი, რომლის ვინაობასაც საჯაროდ არ ამხელენ, პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის ინფორმაციით, თავდამსხმელი ბრიტანეთში იყო დაბადებული და მას იცნობდნენ პოლიციაში.

XS
SM
MD
LG