Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ორი ადამიანი დაშავდა საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქებების შედეგად


უკრაინაში, ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეის მახლობლად, ორი ადამიანი დაშავდა საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქებების შედეგად. ამის შესახებ იუწყება საინოფრმაციო სააგენტო "ინტერფაქსი-უკრაინა" პოლიციისაგან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით. უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ბალაკლეიდან ევაკუირებულ იქნა 20 ათასამდე ადამიანი. საბრძოლო მასალის საწყობში ხანძრისა და აფეთქებების გამომწვევ მიზეზად, წინასწარი გამოძიების დასკვნით, დივერსიას მიიჩნევენ. ამ ვერსიაზე საუბრობენ უკრაინის მთავარი სამხედრო პროკურორი ანატოლი მატიოსი და უკრაინის თავდაცვის მინისტრი სტეპან პოლტორაკი. ბალაკლეა 100-მდე კილომეტრით არის დაშორებული ფრონტის ხაზიდან მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის კონფლიქტში. ბალაკლეაში დაცული არსენალი კი უკრაინაში საბრძოლო მასალის უდიდესი საწყობია,

XS
SM
MD
LG