Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში რუსეთის გვარდიის სამხედრო ნაწილზე თავდასხმას ექვსი სამხედრო და ექვსი თავდამსხმელი ემსხვერპლნენ


ჩეჩნეთში თავდასხმა მოხდა რუსეთის გვარდიის სამხედრო ნაწილზე. ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, დაიღუპა ექვსი და დაიჭრა სამი სამხედრო მოსამსახურე. კომიტეტის განცხადებით, დღეს გამთენიისას, შეიარაღებული თავდამსხმელების ექვსწევრიანმა ჯგუფმა ისარგებლა ძლიერი ნისლით და სცადა შეღწევა ჩეჩნეთის ნაურის რაიონში მდებარე საარტილერიო პოლკის ტერიტორიაზე. რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, შეიარაღებული დაპირისპირებისას გვარდიის სამხედროებმა მოკლეს ექვსივე თავდამსხმელი, რომელთაგან ორს ჰქონდა ე.წ. თვითმკვლელის ქამარი. რუსეთის ეროვნული გვარდია 2016 წლის გაზაფხულზე შეიქმნა და ჩრდილოეთ კავკასიაში კონტრტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობს.

XS
SM
MD
LG