Accessibility links

თალიბანმა კონტროლი დაამყარა სტრატეგიულად მნიშვნელოვან დასახლებაზე ჰელმანდის პროვინციაში


თალიბანმა კონტროლი დაამყარა ჰელმანდის პროვინციაში სტრატეგიულად მნიშვნელოვან რაიონულ ცენტრზე, სანგინზე, მას შემდეგ, რაც ეს არეალი მთავრობის ჯარებმა დატოვეს. ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი "მტკიცე მხარდაჭერის მისია" განმარტავს, რომ ავღანელი სამხედროები რაიონული ცენტრიდან გადავიდნენ ახალ ბაზაზე, რომელიც სამხრეთით, ორი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და იქ გადასვლამდე ამერიკელმა და ავღანელმა სამხედროებმა გაანადგურეს შენობები, აღჭურვილობა და მწყობრიდან გამოსული ავტომანქანები, რათა ისინი ხელში არ ჩავარდნოდათ თალიბებს. თავის მხრივ, თალიბანის პრესმდივანი აცხადებს, რომ თალიბებმა პოლიციის შტაბბინა და სამხედრო ბაზა წუხელ დაიპყრეს და ხელთ იგდეს აღჭურვილობა, რომელიც მთავრობის ჯარმა დატოვა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG