Accessibility links

აშშ-ის სენატი მომავალ კვირაში კენჭს უყრის ნატოში ჩერნოგორიის მიღებას


აშშ-ის სენატი მომავალ კვირაში კენჭს უყრის ნატოში ჩერნოგორიის გაწევრიანების საკითხს. ამის შესახებ 23 მარტს გამოაცხადა სენატის უმრავლესობის ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა. ჩერნოგორიაზე კენჭისყრა, რომელიც დიდი ხნის დაგვიანებულად ითვლება, დაინიშნა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მოუწოდა კანონმდებლებს, დააჩქარონ ამ საკითხის განხილვა. როგორც საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ 21 მარტს იუწყებოდა, სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა სენატის ლიდერებს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ნატოში ჩერნოგორიის გაწევრიანება ამერიკის ინტერესებში შედის. იმისათვის, რომ ჩერნოგორია ნატოში მიიღონ, ალიანსის 28 წევრმა უნდა მოახდინოს შესაბამისი გადაწყვეტილების რატიფიცირება.

XS
SM
MD
LG