Accessibility links

დონალდ ტრამპი რესპუბლიკელ კონგრესმენებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ "ობამაკერის" გაუქმებას


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ წევრებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს შემოღებული ჯანმრთელობის დაზღვევის, "ობამაკერის" გაუქმებას. გუშინ ტრამპმა ულტიმატუმი წაუყენა თანაპარტიელებს: თუ ისინი 24 მარტს მხარს არ დაუჭერენ „ობამაკერის“ გაუქმებას, ტრამპი დღის წესრიგის სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გადავა და შეწყვეტს "ობამაკერის" წინააღმდეგ აგიტირებას. ობამას პრეზიდენტობის დროს შემოღებული დაზღვევის გაუქმების საკითხი განხეთქილებას იწვევს რესპუბლიკელებში. პარტიის მემარჯვენე ფრთას სურს დაზღვევის გადასახადების შეძლებისდაგვარად შემცირება და დაჟინებით მოითხოვს, რომ ალტერნატიული, ტრამპის მიერ შეთავაზებული გეგმა არ შეიცავდეს დაზღვევას მთელი რიგი სამედიცინო პროცედურებისთვის, მათ შორის ორსულების და ჩვილი ბავშვების მომსახურებისათვის. მეორე მხრივ რესპუბლიკელების ცენტრისტული ფრაქცია ეწინააღმდეგება ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა დაზღვევის პირობების გაუარესებას, რასაც ტრამპის გეგმა ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG