Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინი მოსკოვში ხვდება მარინ ლე პენს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოსკოვში ხვდება საფრანგეთის პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე კანდიდატს, მარინ ლე პენს. კრემლის განცხადებით, რუსეთი იტოვებს უფლებას, რომ გაიმართოს შეხვედრა ნებისმიერ პოლიტიკოსთან. პუტინთან შეხვედრამდე ლე პენი მოსკოვში გამოვიდა რუსეთთან საფრანგეთის მჭიდრო თანამშრომლობისაკენ მოწოდებით, ისევე როგორც რუსეთისათვის დაწესებული სანქციების გაუქმების მოთხოვნით. ფრანგმა პოლიტიკოსმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში განაცხადა, რომ საჭიროდ მიიჩნევს რუსეთსა და საფრანგეთს შორის „სტრატეგიულ და ეკონომიკურ თანამშრომლობას“. ახალ მსოფლიოში, რომელიც ჩვენ თვალწინ იძენს ფორმას, უკვე არსებობს ორი გიგანტური, მონუმენტური გამოწვევა: გლობალიზმი და ისლამური ფუნდამენტალიზმიო, - თქვა ლეპენმა, რომელიც პარტია „საფრანგეთის ნაციონალური ფრონტის“ ლიდერია. ადრე მას ნათქვამი აქვს, რომ უკანონოდ არ მიიჩნევს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას.

XS
SM
MD
LG