Accessibility links

ნუნსი: ტომ მანაფორტი მზად არის აშშ-ის სადაზვევრო სამსახურთან თანამშრომლობისთვის


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი, ტომ მანაფორტი მზად არის წარსდგეს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სადაზვერვო კომიტეტის წინაშე, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა დევინ ნუნსმა. მისი თქმით, კომიტეტს დაუკავშირდა პოლ მანაფორტის ადვოკატი და უთხრა, რომ მის კლიენტს სურს მის წარმომადგენლებთან გასაუბრება. ჯერჯერობით უცნობია, მტკიცებულებებს ის საჯაროდ წარმოადგენს, თუ დახურულ შეხვედრაზე. ეს განცხადება მოჰყვა „ასოშიეიტედ პრესის“ მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ცნობებს, რომელთა თანახმადაც მანაფორტი ჯერ კიდევ 2005 წელს მუშობდა კრემლთან დაახლოებულ რუს მაგნატთან, ოლეგ დერიპასკასთან, რომელსაც მანაფორტმა შესთავაზა პუტინისთვის სასარგებლო პოლიტიკური სტრატეგია. მანაფორტმა 2016 წელს დატოვა ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელის თანამდებობა უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან მუშაობის პერიოდში მიღებული თანხების დამალვის გამო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG