Accessibility links

პორშენკო: ვორონენკოს და შერემეტის მკვლელობის გამოძიება „ღირსების საკითხია“


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ყოფილი რუსი დეპუტატის, დენის ვორონენკოს მკვლელობის გამოძიება „ღირსების საკითხია“. ამის შესახებ მან დღეს განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის საწვრთნელ ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას და მოუწოდა შესაბამის ორგანოებს, ერთობლივი ძალისხმევით შეუდგნენ საქმის გამოძიებას. პოროშენკომ ახსენა 2016 წელს მოკლული ჟურნალისტის, პაველ შერემეტის საქმე და მისი გამოძიება ასევე შეაფასა, როგორც „ღირსების საკითხი“. მან ასევე მოუწოდა მთავრობას, დაადგინონ ხარკოვის ოლქში 23 მარტს საბრძოლო მასალის საწყობში გაჩენილი ხანძრის მიზეზები. პუტინის კრიტიკოსი დენის ვორონენკო, რომელიც გასულ წელს გადასახლდა უკრაინაში, გუშინ მოკლეს კიევს ცენტრში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG