Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებმა უკან გაიხმეს კანონპროექტი, რომელიც "ობამაკეარის" გაუქმებას ისახავდა მიზნად


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებმა უკან გაიხმეს კანონპროექტი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ შემოღებული სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პროგრამის გაუქმებას ისახავდა მიზნად. ასოშიეიტედ პრესის თანახმად, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა პოლ რაიანმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამცნო, რომ რესპუბლიკური პარტია ვერ მოაგროვებს კანონპროექტის დასამტკიცებლად საკმარის ხმებს. ობამას მიერ 2010 წელს გატარებული რეფორმის მიხედვით, რომელიც „ობამაკეარის“ სახელით არის ცნობილი, ხელმოკლე მოქალაქეებს სახელმწიფო სუბსიდიები გამოეყოფათ სამედიცინო დახმარების მისაღებად. ასეთი დაზღვევის მფლობელთა უმრავლესობა სახელმწიფოსგან დოტაციას იღებს. რეფორმის კრიტიკოსების აზრით, ის მეტად ძვირადღირებულია: მის გამო ზოგიერთ მოქალაქეს საგრძნობლად გაეზარდა გადასახადები. ობამაკეარის გაუქმება ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ობამას ინიციატივას აკრიტიკებდა კონგრესის რესპუბლიკური უმრავლესობაც.

XS
SM
MD
LG