Accessibility links

საპროტესტო გამოსვლების დაწყებამდე დააკავეს ბელორუსი ოპოზიციონერი ნეკლიაევი


ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერი, ვლადიმირ ნეკლიაევი 25 მარტისთვის დაგეგმილი საპროტესო გამოსვლის წინ დააკავეს. პოლიციამ, ამასთან, მინსკში, გაჩხრიკა ბელორუსიის უფლება დამცავი ჯგუფის „ვიასნას ოფისი და 57 ადამიანი დააკავა. მათ შორის არიან ორგანიზაციის თანამშრომლები და სტუმრები. ნეკლიავეის ცოლმა, ოლგამ, დასავლეთის სააგენტოს უთხრა, რომ მისი ქმარი დააკავეს ბრესტში და იქვე ჰყავთ საპატიმროში. ნეკლიაევი პოლონეთიდან ბრუნდებოდა და მატარებელში დააკავეს. ის ვარშავაში შეხვდა პოლონეთის ოფიციალურ პირებს. 25 მარტისთვის ის გეგმავდა "თავისუფლების დღეს", საპროტესტო გამოვლას, რომელიც პრეზიდენტ ლუკაშენკას წინააღმდმეგ არის მიმართული. ასეულობით ადამიანი ცდილობდა მონაწილეობა მიეღო გამოსვლებში ბეროლურსიის ქალაქებში, მინსკში, ბრესტში, გომელში და ვიტებსკში. პოლიცია ხელს უშლიდა დემონსტრაციებს და დააკავა არაერთი პირი. ხელისუფლებას უფლება ორგანიზატორებისთვის არ მიუცია.

XS
SM
MD
LG