Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა


ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან განვითარებული მოვლენების გამო, სისხლის სამართლის წესით დაკავებული სამი პირის - გოდერძი გორგილაძის, მალხაზ ბერიძისა და შალვა ფევაძის სასამართლო პროცესი გაიმართა.

პროკურორები აღნიშნული პირების პატიმრობაში დატოვებას ითხოვდნენ. მათი თქმით, ბრალდებულებმა მონაწილეობა მიიღეს 11-12 მარტს, ბათუმში, ავტომობილების დაზიანებასა და სხვა დანაშაულებებში. ადვოკატების თანახმად, გოდერძი გორგილაძე, მალხაზ ბერიძე და შალვა ფევაძე აქციაზე იმყოფებოდნენ, თუმცა დანაშაული არ ჩაუდენიათ.

დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვდა. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მორიგი სასამართლო სხდომა 8 მაისს დაინიშნა.

დაკავებულებს ბრალი წარდგენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა), რაც სასჯელისსახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით და 353-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვაწარმომადგენელზე, ან/და მათ სამსახურებრივ შენობაზე ან სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, სამსახურებრივსაქმიანობასთან დაკავშირებით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით.
ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის ბრალდებით გვიან ღამით, სამი პირი დააკავეს. ამასთან, რამდენიმე დღის წინ იგივე ბრალდებით 15 პირსაღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

XS
SM
MD
LG