Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლე დრიანი: რაყაზე იერიში მალე დაიწყება


საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, დასავლეთის კოალიცია სირიაში მზად არის გადამწყვეტი იერიში მიიტანოს რაყაზე, რათა თავის ქალაქიდან განდევნოს ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფოს“ ჯარი. ამის თაობაზე განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, ჟან ივ ლე დრიანმა 24 მარტს და დაამატა, რომ რაყა ალყაშემორტყმულია და ბრძოლა მომავალ დღეებში დაიწყება. ფრანგი მინისტრის თქმით, ეს იქნება რთული, მაგრამ არსებითი ბრძოლა. ექსტრემისტული „ისლამურ სახელმწიფოს“ ჯარებს უწევთ ორ ფრონტზე ბრძოლა სირიაში რაყასთვის, და ასევე, მოსულში, რომელიც მათი ბოლო დიდი საყრდენია ერაყში.

XS
SM
MD
LG