Accessibility links

ნატოს მინისტრების შეხვედრა ტილერსონთან წინასწარ 31 მარტისთვის დაიგეგმა


ნატოს დიპლომატების განცხადებით, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც თავიდან 5-6 აპრილისთვის იყო განსაზღვრული, წინასწარი შეთანხმებით, გაიმართება 31 მარტს, როცა აშშ-ის სახელმწიფო მინისტრი, რექს ტილერსონი, ჩავა ბრიუსელში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ტილერსონი ნატოს შტაბბინას ეწვევა 31 მარტს, მას მერე, რაც ანკარაში შეხვდება თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოანს. ნატოს დიპლომატებმა განაცხადეს 25 მარტს, რომ ნატოს მინისტრები მუშაობენ იმაზე, რომ მოერგონ ტილერსონის გრაფიკს მას მერე, რაც ვაშინგტონმა გამოაცხადა, რომ სახელმწიფო მინისტრის განრიგში კონფლიქტის გამო, ტილერსონი ვერ ჩავიდოდა აპრილის შეხვედრაზე.

XS
SM
MD
LG