Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის მოწინააღმდეგეთა გამოსვლა გაიმართა


ლონდონში ათეულ ათასობით ადამიანი მონაწილეობდა ევროკავშირის მომხრეთა დემონსტრაციაში, 25 მარტს, მიუხედავად იმისა, რომ დაძაბულობაა ტერორისტული საფრთხის გამო. დემონსტრანტებმა აღნიშნეს ევროკავშირის 60 წლისთავი. ბრიტანეთის მთავრობა მომავალ დღეებში აპირებს დაიწყოს ევროკავშირიდან ამ ქვეყნის გასვლის პროცედურა. ორგანიზატორების თქმით, 80 ათასი ადამიანი გავიდა ქუჩაში, რათა ევროკავშირში ბრიტანეთის დარჩენისკენ მოწოდებებს შეერთებოდნენ. დემონსტრანტებს ეჭირათ ევროკავშირის დროშები და ლოზუნგები წარწერით, „მე ევროპელი ვარ“, „15 წლის ვარ, დამიბრუნეთ ჩემი მომავალი“. ბრიტანეთის პარლამენტთან გამოჩნდა ლოზუნგი წარწერით: „ტერორიზმი ვერ გაგვყოფს,ბრექსითი გაგვყოფს“.

XS
SM
MD
LG