Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ანტიკორუფციული დემონსტრაციის დროს დააკავეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი


რუსეთში არასანქცირებული ანტიკორუფციული დემონსტრაციის დროს დააკავეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი. მთელ რუსეთში გამართული აქციების დროს დააკევეს ასეულობით პირი. მოსკოვში აქციის მონაწილეები შეეცადნენ, ალყაში მოექციათ ავტობუსი, რომელშიც ნავალნი ჰყავდა პოლიციას, მაგრამ ავტობუსი მაინც დაიძრა შემთხვევის ადგილიდან. პოლიციამ, როცა ავტობუსისთვის გზას ათავისუფლებდა, დააკავა არაერთი პირი. ნავალნიმ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, მსვლელობა მის გარეშე გაეგრძელებინათ. დაგეგმილი მსვლელობის მოწყობა გადაწყდა 2 მარტს, როცა ნავალნის ანტიკორუფციულმა ჯგუფმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევს ბრალი დასდეს, რომ ის იყენებს საქველმოქმედო და არასამთავრობო ორგანიზაციებს მაგნატებისგან და სახელმწიფო ბანკებისგან შემოწირულობების შესაგროვებლად და ამ თანხებს ქონების შესასყიდად მოიხმარს. ნავალნიმ ადრე განაცხადა, რომ გამოსვლები იმართებოდა რუსეთის 84 ქალაქში. აღსანიშნავია ქუჩაში გასულთა რაოდენობა იმ მხრივ, რომ გამოსვლები არ იყო სანქცირებული და მთავრობამ გაამკაცრა კანონი ამგვარ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის შესახებ.

XS
SM
MD
LG