Accessibility links

მინსკში პოლიციამ არ დაუშვა გამოსვლების მოწყობა შაბათს ასეულობით დემონსტრანტის დაკავების ეშმდეგ


მინსკში დიდი რაოდენობით პოლიციელის ქუჩაში გამოყვანით მთავრობამ არ დაუშვა საპროტესტო გამოსვლების მოწყობა 26 მარტს. 25 მარტს მინსკში დემონსტრაცია ძალით იქნა აღკვეთილი, ასეულობით პირი დააკავეს, ბევრი პოლიციამ სცემა. ოქტომბრის მოედანზე დემონსტრაციის მოწყობის მცდელობისას დააკავეს რამდენიმე პირი. 26 მარტსპოლიციელებმა გაჩხრიკეს ბინები მთელ ქვეყანაში . ტატიანა რაკვიაკომ, უფლება დამცავი ჯგუფის, „ვიასნას“ აქტივისტმა, განაცხადა, რომ დაკავებულთა რაოდენობა შვიდასს აღწევს. მისი თქმით, ბევრი დაკავებული ისე იყო ნაცემი, რომ სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა. ევროკავშირმა დაგმო ბელორუსიის მთავრობის ქმედება და მოითხოვა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უდანაშაულო მშვიდობიანი დემონსტრანტები.

XS
SM
MD
LG