Accessibility links

აშშ: კოალიციის ავიაციამ დაბომბა არეალი, სადაც სამოქალაქო პირები დაიხოცნენ


აშშ-ის ოფიციალურმა პირმა აღიარა, რომ ერაყში კოალიციის ავიაციამ განახორციელა თავდასხმა 17 არტს, მოსულში, სადაც მოსახლეობის თანახმად, 200 სამოქალაქო პირი იქნა მოკლული. აშშ-იმ მეთაურობით მოქმედი კოალიციის 25 მარტის განცხადებით, თავდასხმა განხორციელდა ერაყის უშიშროების ძალების თხოვნით, დაებომბათ ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტები. კოალიციის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, თავდასხმა მოსული დასავლეთში განხორციელდა იმ არეალში, რომელიც ემთხვევა „სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის თაობაზე ვარაუდს“. მას არ დაუდასტურებია მკვლელობის ფაქტი და არც ის გაუმხელია, თუ რომელი ქვეყნის ავიაციამ დაბომბა ეს არეალი. არ არის გარკვეული, თუ რა მოხდა მოსულის ალ-ჯადიდის რაიონში. ადგილობრივი მცხოვრებნი ამბობენ, რომ კოალიციის ჯარმა დარტყმა მიაყენა სატვირთო მანქანას, რომელიც ასაფეთქებელი მოწყობილობით იყო სავსე. აფეთქების შედეგად დაინგრა შენობა, რომელშიც ბევრი სამოქალაქო პირი აფარებდა თავს.

XS
SM
MD
LG