Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აშშ-ის ფირმებს სანქციებს დაუწესებს ისრაელთან კავშირების გამო


ირანის ხელისუფლება აპირებს აშშ-ის კომპანიისთვის სანქციების დაწესებას. სააგენტო ირნას ცნობით,სანქციები შეეხება იმ ფირმებს, რომლებიც ისრაელს და „მის ტერორისტულ საქმიანობას“ უჭერენ მხარს. გადაწყვეტილება, რომელიც, ალბათ, სიმბოლურ ხასიათს უფრო ატარებს, ვიდრე პრაქტიკულს, მიიღო თეირანმა მას მერე, რაც ორი დღის წინ აშშ-მა დაუწესა სანქციები ირანის იარაღის პროგრამასთან დაკავშირებულ ფირმებს და კერძო პირებს. 26 მარტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციები მიმართულია იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც ისრაელს პალესტინელების წინააღმდეგ გამოსაყენებელი იარაღითა და დანადგარებით ამარაგებენ. ცნობით, ამ ფირმებს ირანთან საქმიანი ურთიერთობები არ აქვთ. ამასთან ერთად გავრცელდა ცნობა, რომ ირანის თანახმად, აშშ-ის არმიას და „ცენტრალურ სადაზვერვო უწყებას“,CIA-ს, შერაცხავს ტერორისტულ ორგანიზაციად, თუ აშშ კონგრესი გადაწყვეტს, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის რაზმები ტერორისტული ორგანიზაციას წარმოადგენენ.

XS
SM
MD
LG