Accessibility links

საქართველოს სამდღიანი ვიზიტით ეწვევიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები


28 მარტს საქართველოს სამდღიანი ვიზიტით ეწვევიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები, ბორის ცილევიჩსი და კატრინ ლუნდგრენი. ისინი უშუალოდ შეამოწმებენ საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრესრელიზის თანახმად, ვიზიტის მთავარი მიზანია დაკვირვება იმ „პოლიტიკურ კლიმატსა და პოლიტიკურ პლურალიზმზე, რომელიც მოჰყვა ბოლო საპარლამენტო არჩევნებს“. თანამომხსენებელთა ინტერესის საგანია სამთავრობო პრიორიტეტები და საკონსტიტუციო თუ სხვა სამართლებრივი რეფორმები. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის სპიკერთან, საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრებთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. ცილევიჩსი და ლუნდგრენი შეხვდებიან, აგრეთვე, პარლამენტის სხვადასხვა ჯგუფებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს.

XS
SM
MD
LG