Accessibility links

აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედმა მებრძოლებმა დაიკავეს სტრატეგიული პუნქტი ჩრდილოეთ სირიაში


აშშ-ის მხარდაჭერით ჩრდილოეთ სირიაში მოქმედი ქურთულ-არაბული ალიანსი აცხადებს, რომ სტრატეგიული საჰაერო ბაზის მახლობლად არსებულ ტერიტორიაზე, სადაც 2014 წელს „ისლამურმა სახელმწიფომ“ მასობრივი სისხლისღვრა მოაწყო, ტყვედ ჩაიგდეს ამ ექსტრემისტული დაჯგუფების მებრძოლები. „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა სრული კონტროლი დაამყარეს თაბყას სამხედრო აეროპორტზე, თუმცა ჯერაც გრძელოდება მოქმედებები სრული უსაფრთხოების დასამყარებლად“, ამის შესახებ 26 მარტს განაცხადა ალიანსის პრესმდივანმა თალალ სელომ. აეროპორტი შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს, როგორც სასტარტო პუნქტი მდინარე ევფრატზე აშენებულ ჯებირზე იერიშის მისატანად. ამ ჯებირს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები აკონტროლებენ. მათ გუშინ გაავრცელეს განცხადება, რომ კოალიციის ავიაციის დარტყმებმა, შესაძლოა, ჯებირის გარღვევა გამოიწვიოს. ქურთულ-არაბული კოალიციის წარმომადგენლებმა უარყვეს „ისლამური სახელმწიფოს“ მტკიცება და აღნიშნეს, რომ მათი მებრძოლები აკონტროლებენ მხოლოდ დამბის ჩრდილოეთით არსებულ წყალსაგუბს, რომელიც „საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს წყლის ნაკადის შესასუსტებლად“. ადრე გაერომაც გამოთქვა გაფრთხილება სირიაში მოსალოდნელი კატასტროფული წყალდიდობის შესახებ, რომელიც შეიძლებოდა მოჰყოლოდა კოალიციის საჰაერო შეტევებსა და ექსტრემისტთა მიზანმიმართულ იერიშს ჯებირის დასაზიანებლად.

XS
SM
MD
LG