Accessibility links

ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა პროდასავლურმა პარტიამ


ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა პროდასავლურმა პარტიამ, რომელსაც ხელმძღვანელობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი. მან დაამარცხა რუსეთის მომხრე სოციალისტური პარტია. როგორც საარჩევნო კომისიამ ხმათა 90%-ის დათვლის შემდეგ გამოაცხადა, ამომრჩეველთ 32,58%-მა მხარი დაუჭირა ბორისოვის პარტიას, ხოლო 26,8%-მა - სოციალისტურ პარტიას. არჩევნებში მონაწილეობდნენ ასევე გაერთიანებული პატრიოტების ნაციონალისტური ალიანსი (9.2%), ეთნიკურ თურქთა პარტია (8.9%) და პოპულისტური პარტია (4.1%). კენჭისყრის საბოლოო შედეგები 30 მარტს გამოცხადდება, რის შემდეგაც ბორისოვმა მესამედ უნდა მიიღოს მანდატი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად. ქვეყნის მართვისთვის მის პარტიას მოუწევს კოალიციური მთავრობის შექმნა მცირე პოლიტიკურ პარტიებთან.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG