Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობს ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი


დღეს მოსკოვს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობს ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი. დაგეგმილია მისი შეხვედრა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევთან. მოსკოვში გაფრენამდე, ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის მიესალმება რუსეთის ინვესტიციებს ირანის ნავთობისა და გაზის სექტორში. „რუსეთის კომპანიებს აქვთ ინფორმაცია ნავთობისა და გაზის სექტორში არსებული პოტენციალის შესახებ. ველოდებით მნიშვნელოვან წინსვლას ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის თვალსაზრისით“, განაცხადა როჰანიმ. ეს ირანის პრეზიდენტის ბოლო საგარეო ვიზიტია ქვეყანაში მაისისთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ოფიციალური ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერები განიხილავენ ვაჭრობის, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს. დღის წესრიგშია, ასევე, საერთაშორისო გეოპოლიტიკური ვითარება, სირიის ომი და ახლო აღმოსავლეთის სხვა კონფლიქტები. ირანის ერთ-ერთი სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს წარსულში პუტინსა და როჰანის შეხვედრა, სულ მცირე, რვაჯერ გაიმართა, მათ შორის თეირანსა და რუსეთის ქალაქ უფაში. რუსეთი და ირანი მხარს უჭერენ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის სამთავრობო ძალებს თურქეთისა და აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედ ამბოხებულებთან ბრძოლაში.

XS
SM
MD
LG