Accessibility links

ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 31 მარტს გაიმართება ბრიუსელში


ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში, 6 და 7 აპრილის ნაცვლად, გაიმართება 31 მარტს. ამის შესახებ ალიანსის წარმომადგენელმა დღეს უთხრა რადიო თავისუფლებას. მან ისიც აღნიშნა, რომ მინისტრების შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, 30 მარტს, დაგეგმილია ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა. მინისტერიალის თარიღი შეცვალეს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მასში მონაწილეობას ვერ მიიღებდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი. ტილერსონის ამ გადაწყვეტილებამ შეაშფოთა ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მალევე ტილერსონმა გაავრცელა ცნობა მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ნატოს მინისტერიალში მონაწილეობას ვერ ახერხებდა იმ მიზეზით, რომ უნდა დასწრებოდა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის შეხვედრას. ახალი დღის წესრიგის თანახმად, ტილერსონი ბრიუსელში ჩავა თურქეთიდან, სადაც ის აპირებს, შეხვდეს ამ ქვეყნის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს. ეს შეხვედრა 30 მარტს გაიმართება ანკარაში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG