Accessibility links

მოსკოვში ერთმანეთს შეხვდნენ ვლადიმირ პუტინი და ალექსანდრ ვუჩიჩი


დღეს მოსკოვში გაიმართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და სერბიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ვუჩიჩის შეხვედრა. შეხვედრაზე, რომელიც ერთი კვირით უსწრებს წინ სერბიაში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს, პუტინმაც და ვუჩიჩმაც დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობა. რუსეთის პრეზიდენტმა წარმატება უსურვა მოქმედ ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 2 აპრილს უნდა გაიმართოს. ვუჩიჩი მნიშვნელოვანი უპირატესობებით სარგებლობს კანდიდატებს შორის, მას შემდეგ, რაც სერბიის პრეზიდენტმა ტომისლავ ნიკოლიჩმა განაცხადა, რომ ამ პოსტზე მეორედ აღარ იყოს კენჭს. დღესვე გავრცელდა პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადება, რომლის თანახმადაც, „ლაპარაკიც არ არის იმაზე, რომ კრემლი საარჩევნო პროცესებში ჩაერია“. ვუჩიჩ-პუტინის შეხვედრასთან დაკავშირებით დეტალები არ გავრცელებულა, თუმცა მანამდე იუწყებოდნენ, რომ ვუჩიჩი იმედოვნებდა, რომ ამ შეხვედრით დასრულდებოდა შეთანხმება მოსკოვთან, რომლის მიხედვითაც, საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოსკოვს ბელგრადისთვის უნდა გაეგზავნა ექვსი ავიამოიერიშე „მიგ-29“. ვუჩიჩი, რომელიც უწინ ნაციონალისტურ იდეოლოგიას იზიარებდა, უფრო მეტად დაუახლოვდა პროევროპულ იდეოლოგიას, თუმცა, ამავე დროს, ცდილობს ურთიერთობის შენარჩუნებას ტრადიციულ მოკავშირესთან − რუსეთთან.

XS
SM
MD
LG