Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის სასამართლომ 15 დღით პატიმრობა შეუფარდა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის


მოსკოვის სასამართლომ 15 დღით პატიმრობა შეუფარდა ოპოზიციონერ აქტივისტ ალექსეი ნავალნის პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით. მანამდე სასამართლომ ნავალნის დააკისრა 20 000 რუბლის ჯარიმა „არასანქცირებული საპროტესტო აქციის ორგანიზებისთვის“. ოპოზიციონერი დააკავეს, როცა ის 26 მარტს მოსკოვში, ანტიკორუფციულ დემონსტრაციაზე მიემართებოდა. რუსეთის ხელისუფლება „უკანონოს“ უწოდებს გუშინდელ დემონსტრაციას, რადგან აქციის ორგანიზატორებს სახელისუფლებო უწყებებისაგან არ ჰქონდათ მიღებული აქციის გამართვის ნებართვა. საპროტესტო აქციებში, რომელიც 26 მარტს გაიმართა რუსეთის 100-მდე ქალაქში, ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ნავალნი, რომელიც მონაწილეობდა 2013 წლის მოსკოვის თვითმმართველობის ორგანოს არჩევნებში, აპირებს, კენჭი იყაროს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც. ეს განზრახვა მან დაადასტურა 27 მარტსაც, სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას.

XS
SM
MD
LG