Accessibility links

უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ ევროპაში უპრობლემოდ ჩავიდა რამდენიმე ასეული საქართველოს მოქალაქე


უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ევროკავშირში ჩასულმა საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარი ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადაკვეთეს. იუწყებიან, რომ დაახლოებით 160-მდე მგზავრი ჩავიდა სალონიკში „ვიზეარის“ რეისით. საქართველოს მოქალაქეებს, საზღვრის გადაკვეთის დროს, პრობლემები არ შექმნიათ არც პოლონეთში. მგზავრთა პირველ ნაკადებს დანიშნულების ადგილას საქართველოს საკონსულოების წარმომადგენლები დახვდნენ. უვიზო მიმოსვლის ამოქმედებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებები და სამინისტროს ცხელი ხაზის სამსახური. ევროკავშირის შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი დღეიდან ამოქმედდა.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG