Accessibility links

ევროკავშირის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა „როსნეფტის“ საწინააღმდეგო სანქციები


ევროკავშირის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა რუსეთის ენერგოკომპანია „როსნეფტის“ საწინააღმდეგო სანქციები, რომლებიც კომპანიას ევროკავშირმა დაუწესა მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო. ევროკავშირის უზენაესმა სასამართლომ 28 მარტს გაავრცელა განცხადება სანქციების ძალაში დატოვების შესახებ. მისი განმარტებით, ევროკავშირის სანქციები, რომელთა მიზანია ხელი შეუშალოს კრემლის მიერ გაკონტროლებულ „როსნეფტს“ ბიზნესის წარმოებაში, შეესაბამება რუსეთისათვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს. „როსნეფტი“ უკვე გამოეხმაურა ვერდიქტს - განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია გადაწყვეტილებით, რომელიც, მისი აზრით, ადასტურებს, რომ „ევროპაში კანონის უზენაესობის ნაცვლად ადგილს იმკვიდრებს პოლიტიკური კონიუნქტურის უპირატესობა".

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG