Accessibility links

აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა ნატოში ჩერნოგორიის გაწევრიანებაზე კენჭისყრის გამართვას


აშშ-ის სენატმა დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი ნატოში ჩერნოგორიის გაწევრიანებაზე კენჭისყრის გამართვას. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე კვირაშივე გაიმართება კენჭისყრა რატიფიცირების საკითხზე და სენატი მხარს დაუჭერს მას. ამის შემდეგ ნატოს 28 წევრიდან დარჩება მხოლოდ ესპანეთი, რომელსაც ჯერ არ მოუხდენია ნატოში ჩერნოგორიის გაწევრიანებაზე შეთანხმების რატიფიცირება. მოსკოვი დიდი ხანია, ეწინააღმდეგება ალიანსში ჩერნოგორიის მიღებას. ისევე როგორც სერბიას, ჩერნოგორიასაც მჭიდრო ენობრივი და კულტურული კავშირი აქვს რუსეთთან და რუსებთან. კრემლთან დაახლოებულმა მილიარდერმა ოლეგ დერიპასკამ ბოლო წლებში დიდი ინვესტიციები ჩადო სამხრეთ ბალკანეთის ამ ქვეყანაში.

XS
SM
MD
LG