დღეიდან, 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ოფიციალურად ამოქმედდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირის შენგენის ზონის სახელმწიფოებთან. „გულწრფელად ვულოცავ საქართველოს და მის მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის დაწყებას. ისიამოვნეთ ევროპით“ - დაწერა ტვიტერის პირად გვერდზე ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში, იოჰანეს ჰანმა. „საქართველოს მოქალაქეებს აღარ სჭირდებათ ვიზა მოკლევადიანი მოგზაურობისთვის. ეს შესაძლებელი გახდა ახალი წესებით, რომლებიც დღეიდან ამოქმედდა“ - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში. საქართველოს უვიზო მიმოსვლა მიულოცა ლიტვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ. „საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპისკენ გზა გაიხსნა! უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ!” - დაწერა ტვიტერის პირად გვერდზე ლიტვის პრეზიდენტმა.
საქართველოს მოქალაქეებისთვის ოფიციალურად ამოქმედდა შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი
ყველაზე პოპულარული
1