Accessibility links

საქართველოს პრემიერი ბრიუსელში შეხვდა დონალდ ტუსკს


საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში ლიბერალური სავიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესტუმრა ბრიუსელს, სადაც შეხვდა ევროპის კავშირის საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს. ტუსკმა საქართველოს მთავრობის მეთაურს მიულოცა შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის ამოქმედება და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო კიდევ უფრო მეტი შემართებით გააგრძელებს ევროინტეგრაციის გეგმით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას. თავის მხრივ, კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ტუსკს სავიზო ლიბერალიზაციის მომზადების პროცესში შეტანილი წვლილისთვის და მას ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევა მიულოცა. პრემიერის განცხადებით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია მნიშვნელოვანი მოტივაციაა ქვეყანაში დადებითი ცვლილებების განსახორციელებლად. მანვე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მაქსიმალურად გამოიყენებს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG