Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროდან 1400-მდე ადამიანი დაითხოვეს კორუფციის ბრალდებით


ავღანეთის თავდაცვის სამინისტროდან 1400-მდე თანამშრომელი დაითხოვეს განვლილი წლის განმავლობაში კორუფციაში ბრალდების გამო. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჰილალუდი ჰილალმა 28 მარტს ქაბულში უთხრა ჟურნალისტებს, რომ სამინისტრო მიმართავს ზომებს ფართოდ გავრცელებულ კორუფციასთან საბრძოლველად. ამასთან, სამსახურიდან გათავისუფლებულების ნაწილი, 300-ზე მეტი ოფიციალური პირი მართლმსაჯულებას გადაეცემა. სამინისტრო ამჟამად განიხილავს კორუფციაში ბრალდების 1800-ზე მეტ შემთხვევას. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ზოგ შემთხვევაში საქმე ეხება თანამდებობით ბოროტად სარგებლობისა და იარაღით უკანონო ვაჭრობის ბრალდებებს.

XS
SM
MD
LG