Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა განკარგულებით გააუქმა კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ინიციატივები


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა განკარგულება, რომლის ძალითაც უქმდება ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდის ინციატივები, რომელთა მიზანი იყო კლიმატის ცვლილებების მიზეზებთან ბრძოლა. ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას და განაცხადა, რომ „ქვანახშირთან ბრძოლა დასრულდა“, და რომ „დაიწყო ახალი ერა ენერგიის წარმოებაში“. განკარგულების ძალით, შეწყდა მორატორიუმი, რომელიც ეხებოდა აშშ-ის ფედერალურ მიწებზე ქვანახშირის საბადოების არენდას და გაიცა ნებართვა, გადაიხედოს „სუფთა ენერგიების“ გეგმა, რომლის მიზანი იყო ეგრეთ წოდებული, სათბურის გაზების გამოყოფის შეზღუდვა. 23 მარტს გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა კლიმატის ცვლილებას უწოდა უპრეცედენტო და მზარდი საფრთხე, რომლის წინააღმდეგ საჭიროა გადაუდებელი და გადამჭრელი მოქმედება.

XS
SM
MD
LG