Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერეზა მეიმ ხელი მოაწერა წერილს, რომლითაც დაიწყება ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პროცესი


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ხელი მოაწერა წერილს, რომლითაც ოფიციალურად დაიწყება ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის პროცესი. ამ ისტორიულ დოკუმენტს ევროკავშირში ბრიტანეთის ელჩი, ტიმ ბაროუ დღეს (თბილისის დროის 15:30-ზე) გადასცემს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს და ამოქმედდება ევროკავშირის ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლი. წერილზე ხელმოწერამდე ცხრა თვით ადრე, ბრიტანეთში გამართულ რეფერენდუმზე მხარი დაუჭირეს ევროკავშირიდან გასვლას. ბრიტანეთი 1973 წლიდან არის ამ ბლოკის წევრი.

XS
SM
MD
LG