Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთ უკრაინაში ცეცხლი გაუხსნეს პოლონეთის გენერალურ საკონსულოს


ცნობების თანახმად, დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლუცკში დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს პოლონეთის გენერალურ საკონსულოს, რის შედეგადაც დაზიანდა შენობის სახურავი და ფანჯრები. ინტერნეტსაიტი „ვოლინ24“ თვითმხილველებისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ინციდენტი მოხდა წუხელ და არავინ დაშავებულა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა თავდასხმა დაგმო, როგორც „საძაგელი აქტი, რომელიც ჩაიდინეს პოლონეთთან უკრაინის მეგობრობის მოწინააღმდეგეებმა“. კლიმკინი ტვიტერზე წერს ასევე, რომ უკრაინის ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი თავდამსხმელების პოვნა და დასჯა.

XS
SM
MD
LG