Accessibility links

„ვაშინგტონ პოსტი“: აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში რუსეთის საკითხებზე იმუშავებს ექსპერტი ფიონა ჰილი


გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, რუსეთის ამერიკელი ექსპერტი ფიონა ჰილი, რომელიც ცნობილია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შესახებ პუბლიკაციებით, ხდება თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი და უხელმძღვანელებს ევროპისა და რუსეთის განყოფილებას. „ვაშინგტონ პოსტი“ ამ ცნობას ავრცელებს ანონიმი ოფიციალური პირებისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. მედია მარტის დასაწყისშიც იუწყებოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმაზე, ფიონა ჰილისათვის შეეთავაზებინა თანამდებობა, მაგრამ ეს ცნობა არ დადასტურებულა. ფიონა ჰილი მუშაობს ვაშინგტონში, ავტორიტეტიან კვლევით ცენტრ „ბრუკინგსის ინსტიტუტში“. ჰილის თანაავტორობით 2013 წელს გამოქვეყნდა წიგნი „პუტინი: აგენტი კრემლში“, რომელშიც გამოთქმულია მოსაზრება, რომ პუტინი მზად არის, გამოიყენოს „შანტაჟის, დაშინების, დასჯისა და სიმართლის უხეშად გაყალბების ფორმები“ რუსეთისა და მისი პოზიციის დასაცავად. აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიის დროს, დონალდ ტრამპი აქებდა პუტინს და გამოთქვამდა იმედს, რომ შეძლებს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG