Accessibility links

ყირგიზეთის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ოპოზიციის ლიდერის წინასწარი პატიმრობა


ყირგიზეთის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა დაპატიმრების ორდერი, რომლის საფუძველზეც თებერვლის ბოლოდან არის დაკავებული ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ომურბეკ ტეკებაევი ქრთამის აღებისა და თაღლითობის ბრალდებით. ბიშკეკში უზენაესი სასამართლოს შენობასთან ტეკებაევის ათობით მხარდამჭერი შეიკრიბა დემონსტრაციაზე მისი გათავისუფლების მოთხოვნით. ტეკებაევი პარტია „ატა-მეკენის“ ლიდერია. 27 თებერვალს ბიშკეკის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 25 აპრილამდე მის წინასწარ პატიმრობაში დატოვების შესახებ. ტეკებაევის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ გამოძიება პოლიტიკურად არის მოტივირებული და მიზნად ისახავს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მონაწილეობისათვის ხელის შეშლას. 5 მარტს „ატა-მეკენმა“ სწორედ ტეკებაევი დაასახელა პრეზიდენტობის კანდიდატად.

XS
SM
MD
LG