Accessibility links

ლონდონის სასამართლომ დაიწუნა უკრაინის დაცვა რუსეთთან ვალის გარშემო დავაში


ლონდონის სასამართლოს შეფასებით, უკრაინამ მას ვერ წარუდგინა სათანადოდ მომზადებული დაცვა, რომელიც ეხება მოსკოვის მოთხოვნას, კიევმა დაუბრუნოს 3 მილიარდი დოლარი, რომელიც მოსკოვმა ასესხა უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს. შესაბამისად, მოსამართლე უილიამ ბლერმა 29 მარტს, წინასასამართლო მოსმენისას გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ სასამართლო არ განიხილავს ამ საქმეს. უკრაინამ დაუყოვნებლივ მოითხოვა გადაწყვეტილების შეჩერება გასაჩივრების მზადებასთან დაკავშირებით. სასამართლომ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა და გადაწყვეტილება აპრილის ბოლომდე შეაჩერა. იანუკოვიჩმა რუსეთისაგან ვალი აიღო, როცა უკრაინაში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები იმართებოდა. 2014 წლის თებერვალში ის გადადგა და რუსეთში გაიქცა. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ფულის დიდი ნაწილი იანუკოვიჩმა და მისი მთავრობის წევრებმა მიითვისეს.

XS
SM
MD
LG