Accessibility links

საქართველოში იმყოფება ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დელეგაცია


საქართველოში იმყოფება ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის მდივანი, ტომას მარკერტი. ვენეციის კომისიის წევრები თბილისში, პარლამენტის შენობაში ხვდებიან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებს. მანამდე, ვენეციის კომისიის დელეგაცია შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელს, ირაკლი კობახიძეს და პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს, თამარ ჩუგოშვილს. „ვენეციის კომისია შეისწავლის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ კანონპროექტს და თავის რეკომენდაციებს და შენიშვნებს წარმოადგენს“ - განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა. სახელმწიფო კომისიამ საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი აპრილის ბოლომდე უნდა მოამზადოს.

XS
SM
MD
LG