Accessibility links

ლიტვის პრეზიდენტი მხარს უჭერს ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციას


ლიტვა ყოველთვის იქნება სწორედ ის სახელმწიფო, რომელიც დაეხმარება საქართველოს მის ძალისხმევაში - მოხდეს თქვენი ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროკავშირში და გახდეს ნატო-ს სრულფასოვანი წევრი, - ამის შესახებ ლიტვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ 30 მარტს განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.როგორც ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს ძალისხმევა შესაძლებელი გახდა სწორედ საქართველოს მეგობრების წყალობით, მათ შორის, ლიტველების წყალობით და დღეს საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის ტერიტორიაზე.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG