Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს პრეზიდენტი რეგულარული არმიის შექმნის პირობას დებს


კოსოვოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეთნიკურ უმცირესობებთან კონსულტაციების შემდეგ, აპირებს შეცვალოს კონსტიტუცია და მსუბუქად შეიარაღებული უსაფრთხოების ძალების ბაზაზე, ჩამოაყალიბოს რეგულარული არმია. „ეს იქნება თანდათანობითი პროცესი, ყველა თემის, მათ შორის სერბების, მონაწილეობით, „- განაცხადა კოსოვოს პრეზიდენტმა ჰაშიმ ტაჩიმ, 30 მარტს რადიო თავისუფლებასთან საუბარში. მარტის დასაწყისში ტაჩიმ შესაბამისი ცვლილების პროექტი უკვე გაუგზავნა ქვეყნის პარლამენტს. რეგულარული არმიის შექმნის იდეას აკრიტიკებენ აშშ-ი და ნატო, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად უნდა მოხდეს.

XS
SM
MD
LG