Accessibility links

მოსკოვის სასამართლომ ძალაში დატოვა ალექსეი ნავალნის თხუთმეტდღიანი პატიმრობა


მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა 15-დღიანი პატიმრობა, რაც ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ალექსეი ნავალნის შეუფარდეს მის მიერ, გასულ უქმეზე არასანქცირებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისათვის. 27 მარტს სასამართლომ ალექსეი ნავალნი 20 ათასი რუსული რუბლით (350 დოლარით)დააჯარიმა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, უარყო ხელისუფლების მისამართით გამოთქმული კრიტიკა პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის დაშლის გამო და განაცხადა, რომ დაისჯება ყველა, ვინც კანონს დაარევს. რუსეთის პრეზიდენტს, რომელიც არხანგელსკში, არქტიკის საერთაშორისო ფორუმში ღებულობს მონაწილეობას, მხედველობაში ჰყავდა ალექსეი ნავალნი, რომელიც აპირებს კენჭი იყაროს რუსეთში 2018 წლისათვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში.

XS
SM
MD
LG