Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე ყურადღების ცენტრში იყო ვითარება აღმოსავლეთ უკრაინაში


ნატოს გენერალურმა მდივანმა „ხანგრძლივი“ და „გულღია“ შეხვედრა უწოდა, ელჩების დონეზე ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ, რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომას, რომლის ფონია მოსკოვსა და ბრიუსელს შორის არსებული უთანხმოება ნატოს საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებისა და უკრაინაში არსებული კრიზისის გამო. „ამ კვირის დასაწყისში, ეუთომ გვაცნობა, რომ აკრძალული იარაღი ყოველ წუთში ლამის ორჯერ გამოიყენებოდა. ხოლო ეუთოს დამკვირვებლებს არ მიეცათ შესაძლებლობა, შეესრულებინათ თავიანთი საქმე. ისინი აწყდებიან მკაცრ შეზღუდვებს გადაადგილების დროს, ზოგჯერ კი თავადვე იქცევიან სამიზნედ,“- განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომელმაც კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, გამოიყენოს მისი ძლიერი გავლენა დონბასელ სეპარატისტებზე, რომლებიც, იენს სტოლტენბერგის თქმით, არ ასრულებენ მინსკის სამშვიდობო შეთანხმებებს, მიმოქცევაში შემოიღეს რუსული რუბლი და ხელთ იგდეს უკრაინული კომპანიები. 2014 წელს უკრაინის, ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ, ნატომ რუსეთთან ყოველგვარი თანამშრომლობა შეწყვიტა. კომუნიკაციის ერთადერთ არხს წარმოადგენს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა ელჩების დონეზე, რომლის ფარგლებში შარშან სამი შეხვედრა გაიმართა.

XS
SM
MD
LG